Воскресенье, 18 января, 2026
ДомойПолитикаსაპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის 49 წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს...

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის 49 წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა

კომიტეტმა, დღევანდელ სხდომაზე, პარლამენტის წევრის მანდატის შეწყვეტის თაობაზე „ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“
წევრების განცხადებები განიხილა და მათი ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა.

მანდატები შეუწყდათ იმ დეპუტატებს, ვისაც პარლამენტისთვის მანდატის შეწყვეტის თაობაზე განცხადებით ოფიციალურად აქვს მიმართული, თუმცა, მათ შორის არ არიან გიორგი გახარიას პარტიის წევრები.

საბოლოო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას კი პარლამენტი, პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

დიდი ალბათობით აღნიშნულსაც პოლიტიკურ დევნად გამოაცხადებს ოპოზიცია, მიუხედავად იმისა რომ თავად შეიტანეს განცხადება აღნიშნული მოთხოვნით, ასევე მოსალოდნელია რომ პლენარულ სხდომამდე მთლიანი ოპოზიცია თუ არა ნაწილი მაინც შევა პარლამენტში და გამოიყენებს საკუთარ მანდატს.

Новости автора

ОСТАВЬТЕ ОТВЕТ

Пожалуйста, введите ваш комментарий!
пожалуйста, введите ваше имя здесь

Также интересно