Воскресенье, 16 марта, 2025
ДомойПолитика"ვივამედის" მანიაკი პატიმარ-პაციენტი განაგრძობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტზე შეტენვას

«ვივამედის» მანიაკი პატიმარ-პაციენტი განაგრძობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტზე შეტენვას

-

«ვივამედის» მანიაკი პატიმარ-პაციენტი განაგრძობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტზე შეტენვას. ამჯერად, კონტექსტი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილმა დონალდ ტრამპი ახსენა, ისტერიულად ტრაგიკომიკურია. სააკაშვილის მტკიცებით, ქართული სასამართლო მასთან ერთად ტრამპსაც ასამართლებს, რადგან იმ თანხებში, რომლის ბიუჯეტიდან გაფლანგვასაც მას ედავებიან, ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტისა და მაშინ თბილისში სტუმრად მყოფი ბიზნესმენის, დონალდ ტრამპის სადილიც შედიოდა.

«თქვენდა სამარცხვინოდ, სხვათა შორის, ამ საქმეში ჩადებული გაქვთ ის ხარჯები, რომლებიც ჩვენ გავიღეთ დონალდ ტრამპთან ურთიერთობის დროს, სადილის და გამასპინძლების ხარჯები. ტრამპმა ამის შესახებ იცის და, ვფიქრობ, ამერიკის მხრიდანაც მოგეთხოვებათ პასუხი» — დაემუქრა საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილი სასამართლოზე ინტერნეტით ჩართვის დროს.

მიხეილ სააკაშვილი ჩვეულად სპეკულირებს რუსეთის თემითაც და ურცხვად აცხადებს, რომ ეს ხარჯები გასაიდუმლოებული სწორედ რუსეთის გამო იყო. «თქვენ ახლა ეს ყველაფერი გამოამზეურეთ, რადგან რუსეთის ინტერესებშია გამომზეურება. ეს გასაიდუმლოებული იყო ერთადერთი მიზეზით, დაცვის სამსახურმა ასე გადაწყვიტა, რომ რუსეთს არ ჰქონოდა შესაძლებლობა, თვალ-ყური ედევნებინა, ვის ვხვდებით, როგორ ვხვდებით, სად ვხვდებით, სად გადავაადგილდებით, რადგან ჩვენ ვიმყოფებოდით ომის მდგომარეობაში» — აცხადებს სააკაშვილი.

ის დროა, საქართველოს ხელისუფლებამ აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს დაუმალოს სააკაშვილის სასამართლოს მასალები, თორემ თავად ტრამპი თუ არ იკადრებს, ილონ მასკი მაინც შხამად ამოგვადენს ტრამპისთვის დაყვედფრებულ ლუკმას. ყოველ შემთხვევაში, სააკაშვილი ზსუტად ასე გვემუქრება — „არა მხოლოდ ჩემი და საქართველოს დაცინვა, არამედ ამერიკის მოქმედ პრეზიდენტზე გალაშქრება, მისი დაცინვაა, რომ თქვენ მისი გამასპინძლების ხარჯებს მითვლით სისხლის სამართლის დანაშაულში. მერე ვეღარ იტყვით, რომ პატარა კაცები ვიყავით და არაფერი შეგვეძლოო.

ამერიკის პრეზიდენტსაც ასამართლებთ თქვენ დღეს, მოქმედ პრეზიდენტს. თქვენ მადანაშაულებთ იმაში, რომ რვა მილიონი ლარის ზიანი მივაყენე საქართველოს, გავფლანგე ფული. მადანაშაულებთ იმისთვის, რომ საპრეზიდენტო ოფისმა ძირითადად დახარჯა, მათ შორის პრეზიდენტ ბაიდენის, ჰილარის გამასპინძლებაზე, საჩუქრებზე, მათ შორის კუძნულოვანი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებზე, რათა მათთან გაგვემყარებინა კავშირი, რომ არ ეღიარებინათ აფხაზეთის და ეგრეთ წოდებული, სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა»- ასე ხსნის ამ საიდუმლო ხარჯებს მანიაკი ნაპრეზიდენტალი.

Related articles

ОСТАВЬТЕ ОТВЕТ

Пожалуйста, введите ваш комментарий!
пожалуйста, введите ваше имя здесь

Stay Connected

0ЧитателиЧитать
0ЧитателиЧитать
0ПодписчикиПодписаться
spot_img

Latest posts