საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პირველი ოფიციალური პირი ვინც თანამდებობაზე დაამტკიცა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავაა. შეგფახსენებთ, რომ ის აქამდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო და წინა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მას ამ თანამდებობაზე არ ამტკიცებდა.
ვულოცავთ ქალბატონ ნათიას თანამდებობის ოფიციალურად დაკავებს, თუმცა, აქვე ვიტოვებთ უფლებას დავსვათ კითხვა — თუკი «ქართული ოცნება» და მით უფრო «ხალხის ძალა», ანუ ის რადიკალური კონსერვატორული პოლიტიკური ძალა, რომელსაც პრეზიდენტი ყაველაშვილი წარმოადგენს, «ნაცების» დროს მაღალ თანამდებობებზე მომუშავეთა პოლიტიკურ «დამარხვას» აპირებენ, მაშინ როგორ გავიგოთ თურნავას დანიშვნა თანამდებობაზე?
ნათია თურნავა მიხეილ სააკაშვილის დროს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე იყო, ასევე, იკავებდა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის თანამდებობას და სხვათა შორის, ირიბად, თუმცა მაინც, დაკავშრებული იყო «ქართუსა» და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სააკაშვილის რეჟიმის მიერ გატარებულ ფინანსურ რეპრესიებთან.
«გამოსწორებული ნაცების» თეორია, როგორც ვიცით, «ქართულმა ოცნებამ» 2024 წლის არჩევნების წინ, მიუღებელ თეორიად გამოაცხადა და ასეთების «პოლიტიკური დამარხვა» მათი ერთ-ერთი მთავარი წინაარჩევნო დაპირებაც იყო. რა გამოდის? კრიტერიუმად «სხვისი ნაცის» და «ჩემი ნაცის» გამოყენება ჯერაც გრძელდება? გასაგებია, «ქოცების» მუდმივი «გამპრავებლები» აქაც მოიგინებენ რაიმე ეფექტურ «გამაპრავებელ» არგუმენტებს, მაგრამ ვინც რაც არ უნდა თქვას, როცა «ნაცების განადგურებას» მპირდები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატად ყოფილი საკმაოდ ბობოლა ნაცის მეტს ვერავის პოულობ, მინიმუმ, უხერხულია.