რა აქვს ამდენი აღებული ამერიკელ ქორვაჭარ-კონგრესმენ ჯო უილსონს, ეს, შეგვიძლია მხოლოდ მისი საქციელებიდან ვივარაუდოთ. ფაქტობრივად, ბოლო სამი-ოთხი თვეა ამ კაცს საქართველოს მეტი საქმე არ აქვს და კვირაში სამჯერ ან განცხადებას აკეთებს საქართველოში არსებული «ტირანიის» შესახებ, ან საკუთარი სოციალური ქსელის გვერდზე ერთ ადგილზე კბენს ბიძინა ივანიშვილს პირადად.
ამჯერად აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ვებგვერდზე „ქართული კოშმარის არაღიარების აქტის“ პროექტი გამოქვეყნდა. პროექტი კონგრესმენმა ჯო უილსონმა 9 იანვარს წარადგინა.
პროექტის თანახმად, ჯო უილსონი ითხოვს — „აშშ-მა და მისმა მოკავშირე სახელმწიფოებმა არ აღიაროს ან არ მოახდინოს ურთიერთობების ნორმალიზება საქართველოს ნებისმიერ მთავრობასთან, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ან ნებისმიერი მარიონეტი ხელმძღვანლელობს, ქართველი ხალხის წინააღმდეგ ივანიშვილის რეჟიმის მიმდინარე დანაშაულების გამო, ასევე აქტიურად ეწინააღმდეგებოდეს სხვა იმ მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობის აღიარებას ან მასთან ურთიერთობების ნორმალიზებას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ან ნებისმიერი მარიონეტი ხელმძღვანელობს, მათ შორის ძირითადი და მეორადი სანქციების გამოყენებით“.
ყველაზე საინტერესო მაინც აქტის ის პუნქტია, სადაც ჯო უილსონის და სალომე ზურაბიშვილის ორმხრივი ტრფობა ფიქსირდება, კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ „აშშ-მა უნდა აღიაროს 2024 წლის 26 ოქტომბრის თაღლითურ არჩევნებამდე მოქმედი პრეზიდენტი საქართველოში ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად“.
სავარაუდოდ, სწორედ ამ მოუხელთებელ ჯოსთან ასეთი ორმხრივი ტრფობა და ჯოს მიერ სალომეს ასეთი გათამამება აძლევს საფუძველს ექსპრეზიდენტ ზურაბიშვილს აკეთოს ის შიზოფრენიული განცხადებები რასაც «მოქმედი მთავარსარდლის» სახელით დღემდე აკეთებს. საკითხავი ისაა, როდესაც ტრამპის ახალი ადმინისტრაცია ჯოს დასადუმებლად მოიცლის და აუცილებლად დაადუმებს, მერე რაღას აპირებენ ჯო და სალი, სად გაატარებენ «თაფლობის მწარე თვეს»?