ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ ისვენებს და ცდილობს კვლავ აქტუალური იყოს. ის ყველა ფაქტზე თუ მოვლენაზე თავის კომენტარს აკეთებს და როპგორც სჩვევია, საკმაოს პათეტიკურსა და სულელურს. ამჯერად, მადამ სალომ «ქართველი ერის სახედ და იმედად» პოლიციელიელზე თავდამსხმელი მოძალადე ქალი გამოაცხადა.
„საქართველოს თავისი დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრიობისა და ევროპული დემოკრატიული მომავლის დასაცავად მეგობრები ახლა ისე სჭირდება, როგორც არასდროს. მზია ამაღლობელი ქართველი ხალხის პროტესტის სახე და ხვალინდელი დღის თავისუფლების იმედი გახდა“- ასე გამოეხმაურა ზურაბიშვილი ევროპელი პოლიტიკოსების ანგაჟირებული ნაწილის ერთობლივ განცხადებას, სადაც ისინი მზია ამაღლობელის, როგორც პოლიტპატიმრის განთავისუფლებას მოითხოვენ.
ჩვენის მხრივ, მაინც, სალოს თვალი რომ არ გვცეს დავამატებთ — ღმერთმა დაგვიფაროს ეს უზრდელი და ნევრასთენიკი, უცხო ქვეყნების ფულზე მიყიდული, მოძალადე დედაკაცი მზია ამაღლობელი საქართველოს ან სახე იყოს და ან, მით უმეტეს, ხვალინდელი დღე!