spot_img
Понедельник, 17 февраля, 2025
ДомойПолитикаგაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას ულოცავს.

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას ულოცავს.

-

„თქვენო აღმატებულებავ, მინდა მოგილოცოთ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება. გაერთიანებული ერების ღირებული პარტნიორია საქართველო და მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას საერთო მიზნების მისაღწევად. ერთად შეგვიძლია გავაძლიეროთ 2030 წლის დღის წესრიგში და მომავლის პაქტში ასახული პრინციპები და იმავდროულად ვიმუშაოთ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, გენდერული თანასწორობის და ინკლუზიურობის ხელშეწყობაზე, ადამიანის უფლებების პატივისცემაზე. ვემხრობი ამ მიზნებისადმი ერთგულების განახლების იდეას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით. წარმატებებს გისურვებთ თქვენი მოვალეობების შესრულებაში!
თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ თქვენდამი ჩემი უდიდესი პატივისცემის დასტური” — ნათქვამია ანტონიო გუტიერეშის მილოცვაში.

აღნიშნული მილოცვით საბოლოოდ დასამარდა სპეკულაციები და მოიხსნა კითხვის ნიშნები არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით.

Related articles

ОСТАВЬТЕ ОТВЕТ

Пожалуйста, введите ваш комментарий!
пожалуйста, введите ваше имя здесь

Stay Connected

0ЧитателиЧитать
0ЧитателиЧитать
0ПодписчикиПодписаться
spot_img

Latest posts