შეჯამება 13 — 14.01.2025.
🔻შალვა პაპუაშვილმა რადიკალური ოპოზიციის მიერ რესტორნების მიმტანებთან ერთად წამოწყებულ «საჭმელში ჩაფურთხების» კამპანიას «ყველაზე არაქართული პროტესტი» უწოდა
🔻ხორვატიის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში ზორან მილანოვიჩმა 74 პროცენტით გაიმარჯვა. ის მკაცრად ეწინააღმდეგება უკრაინის დაფინანსებას და ომის მხარდაჭერას.
🔻უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ განაცხადა, რომ საკუთარ 18 წლის ვაჟს ომში წასვლა გადააფიქრებინა. ამას როგორც უკრაინელ, ასევე ქართველ პოლიტიკოსებში მკვეთრად უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.
🔻არაბთა გაერთიანებული საემიროების ქალაქ აბუ-დაბიში «ქართული ოცნების» დეპუტატებსა და მოქალაქეს შორის დაპირისპირება მოხდა. ირაკლი ზარქუას და ვიქტორ სანიკიძეს მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილმა «რუსი მოღალატეები» უწოდა და უხამსად აგინა, რასაც ფიზიკური შეხლა-შემოხლაც მოჰყვა.
🔻გერმანელი პოლიტიკოსი მიხაელ როთი საქართველოში «გამოსამშვიდობებელი» ვიზიტით ჩამოვიდა. ის კიდევ ერთხელ ესტრუმრა რუსტაველზე პროტესტის მონაწილეებს და გაამხნევა ისინი.
🔻სომხეთმა აშშ-სთან «სტრატეგიული პარტნიორობის პაკეტის» განხილვა დაიწყო. ზოგიერთი ექსპერტის ვარაუდით, ამით სომხეთი ამერიკის «სტრატეგიულ მახეში» გაება.
🔻ჟურნალისტ მზია ამაღლობელს, რომელმაც აჭარის პოლიციის უფროსს სახეში ხელი გაარტყა, სასამართლომ აღკვეთის წინასწარ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
🔻რადიკალური ოპოზიციის ჯიბის ტელევიზიებმა ერთ საათიანი გამაფრთხილებელი გაფიცვა გამოაცხადეს დევიზით — «ასეთი იქნება საქარველო კრიტიკული მედიის გარეშე». მაყურებელთა უმრავლესობა გაფიცვით კმაყოფილი დარჩა.
🔻საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟმა გიორგი გამსახურდიამ განაცხადა, რომ რეჟისორ ქეთი დოლიძის ვაჟი თორნიკე ბზიავა 2015 წელს თბილისის აეროპორტში, ნარკოტიკის რეალიზაციის ბრალდებით იყო დაკავებული და დედამისის აქტიურობის შემდეგ გაუშვეს. შეგახსენებთ, რომ თორნიკე ბზიავამ პირდაპირ ეთერში შეურაცხყოფა მიაყენა ყველა იმ ადამიანს, ვინც პროტესტს არ უერთდება.